ბრაზილიაში ექვსმა მამაკაცმა და ერთმა არასრულწლოვანმა 16 წლის გოგონა გააუპატიურეს

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ექვს მამაკაცს და ერთ მოზარდს 16 წლის მოზარდის გაუპატიურებაში და შემდეგ ინტერნეტში ამ დანაშაულის ფოტო და ვიდეო მასალების გამოქვეყნებაში ბრალი წაუყენეს. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაზარალებულის თქმით, ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როდესაც ის ბოიფრენდთან სტუმრად მივიდა. ის, სავარაუდოდ, წამლით დააძინეს, და როდესაც გონს მოვიდა, იყო უცხო ბინაში 30 მამაკაცის გარემოცვაში. გაუპატიურების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 40-წამიანი ვიდეორგოლი ინტერნეტით გავრცელდა. ეჭვმიტანილებს გაუპატიურებისთვის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, ასევე რვა წელი ამ დანაშაულის ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის და ექვსი წელი მათი გავრცელებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები