კანადის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა

კანადის პარლამენტმა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე დებატების შემდეგ, ქვეყანაში ევთანაზია დააკანონა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასიკვდილოდ დაავადებულის მიმართვის საფუძველზე, ექიმს უფლება აქვს პაციენტს ორგანიზმში სასიკვდილო ინიექცია შეუყვანოს. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში ევთანაზია აკრძალულია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კანადა იმ ქვეყნების რიგში შევიდა, სადაც ევთანაზია დაშვებულია. სასიკვდილო ინექციები განუკურნებელი ავადმყოფებისთვის დაშვებულია ჰოლანდიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში და შვეიცარიაში, ასევე აშშ-ის რამდენიმე შტატში. ევთანაზიის უფლება კანადაში მხოლოდ მის მოქალაქეებს ექნებათ, რომლებმაც 18 წელს მიაღწიეს და განუკურნებელი სენით არიან დაავადებულები, ან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები