პუტინი – აშშ ერთადერთი სუპერსახელმწიფოა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ერთადერთი სუპერსახელმწიფო დღეს ამერიკის შეერთებული შტატებია და მოსკოვი ამას შეგუებულია. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„ამერიკა უდიდესი ქვეყანაა. დღევანდელ დღეს, ალბათ, ერთადერთი სუპერსახელმწიფოა. ჩვენ ამას შეგუებულები ვართ. ჩვენ გვსურს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და მთელ მსოფლიოს ასეთი ძლიერი ქვეყანა სჭირდება. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „რუსეთს სულაც არ სჭირდება, რომ ისინი ყოველთვის ჩაერიონ ჩვენს საქმეებში, გვასწავლონ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ჩვენთან ურთიერთობების დამყარებაში ევროპას ხელს უშლიდნენ“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის კონტრსანქციები აშშ-ზე არანაირად არ აისახება და ამით მხოლოდ ევროპა ზარალდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები