ამერიკაში უპილოტო ავტობუსი გამოიგონეს (ვიდეო)

ინოვაციური ავტომობილების კომპანია Local Motors-მა და კომპანია IBM-მა უპილოტო ავტობუსი – Olli წარმოადგინა. მასში 12 მგზავრი ჩაეტევა და სუპერკომპიუტერი Watson-ი მართავს.
ავტობუსის გამომგონებელთა განცხადებით, მისი მეშვეობით დიდ ქალაქებში შესაძლებელი იქნება მგზავრთა მიყვანა სახლებში. ავტობუსს გაჩერებაზე დაელოდებიან, ან გამოიძახებენ მობილური ტელეფონის პროგრამის მეშვეობით.
ავტობუსს 30 სენსორი გააჩნია, მათ შორის რადარი, ლიდარი და კამერები. მგზავრობის დროს ადამიანებს შეუძლიათ Olli-ის შეკითხვები დაუსვან, თუ როგორ მუშაობს ავტობუსი და სწორი მიმართულებით მიდიან თუ არა. ამასთანავე, ავტობუსის „ხელოვნურ ინტელექტს“ შეუძლია კომენტარების გაკეთება ადგილობრივი რესტორნების და ღირშესანიშნაობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები