სააკაშვილმა და ფორმიანმა პირებმა ოდესის საოლქო საბჭოს სხდომა ჩაშალეს (ფოტო)

ოდესის საოლქო საბჭოს სხდომაზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ფორმიანი პირები შეიჭრნენ, რომლებმაც თავი მოხალისეთა ბატალიონების წარმომადგენლებმად წარადგინეს. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი უკრაინა“ იუწყება.
ფორმიანმა პირებმა ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს და მოხალისეებისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანების სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. მათ მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა.
დეპუტატები დაპირდნენ მოხალისეებს, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას განიხილავენ, თუმცა ამ ვარიანტს ისინი არ დათანხმდნენ. ამავე გამოცემის ინფორმაციით, დღეს როვენსკის საოლქო საბჭოში „რადიკალური პარტიის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივ დეპუტატებს შორის შეტაკება მოხდა.
13487629_10206192322238636_757977353_n
13474010_10206192322198635_90730665_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები