ნუგზარ წიკლაურის საქმის გამოძიება პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა.

“ეს არის აღმაშფოთებელი მოვლენა. ყველა მოქალაქე მშვიდად უნდა იყოს დღისითაც, ღამითაც და პარლამენტის წევრის მიმართ მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საბაბს იძლევა. საქმე რაც შეიძლება სწრაფად გამოსაძიებელია. ვიცი, რომ სრულიად სამართალდამცავი სისტემა არის მობილიზებული ამ საკითხებით. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი და მისი სათანადოდ მოგვარების საქმეში ჩართულია. ამოცანა არის ძალიან მარტივი სამართალდამცველი ორგანოებისთვის – დანაშაული უნდა გაიხსნას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები