გროისმანი – მსოფლიო ბანკი მზად არის, უკრაინას მილიარდი დოლარი გამოუყოს

მსოფლიო ბანკი მზად არის, უკრაინას მიმდინარე საკრედიტო პროექტების დასაფინანსებლად 1 მილიარდი დოლარი გამოუყოს. ამის შესახებ აშშ-ში მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერის თქმით, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის დირექტორთან, შრი მულიანი ინდრავატისთან გამართულ შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ ბანკი დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას სატრანსპორტო კორიდორების და საავტომობილო გზების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. ასევე დაადგენს, თუ რა რესურსებია ამისთვის საჭირო და სად არის აუცილებელი საბიუჯეტო, საკრედიტო და კერძო რესურსების მოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები