ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. სანქციების პაკეტი ყირიმის ანექსიის შემდეგ შემოიღეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, სანქციები 2017 წლის 23 ივნისამდეა გაგრძელებული. ევროკავშირის ქვეყნებს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ყირიმში საქონლის ექსპორტი, ასევე ნახევარკუნძულის ეკონომიკაში ნებისმიერი ინვესტიცია და ყირიმში ზოგიერთი სახის მომსახურების წარმოება ეკრძალებათ. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები