გაეროში უკრაინის წარმომადგენელი პან გი მუნს პროტესტს უცხადებს

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ელჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა აღშფოთებულია გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის განცხადებებით, რომ რუსეთმა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი“ უნდა შეასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისთვის.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
ელჩენკოს განცხადებით, მას „არ ესმის როგორ შეიძლება ისეთი რაღაცების თქმა, რაც, ფაქტობრივად, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მხრივ რუსეთის შექებას ნიშნავს, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მთავარი მონაწილე და კონფლიქტური სიტუაციის შენარჩუნებაში დაინტერესებული მხარე. ელჩენკოს თქმით, პან გი მუნმა ამ განცხადებებით დაკარგა მორალური უფლება, ისაუბროს უკრაინის კონფლიქტის და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. ელჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა გაეროს გენერალურ ასამბლეაში ოფიციალურ წერილს გააგზავნის და ამ სიტყვების ახსნას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები