რუსეთმა სირიაში ოპოზიციის ძალები დაბომბა

რუსულმა თვითმფრინავებმა სირიაში ოპოზიციის ძალები დაბომბეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ აშშ-ის მაღალჩინოსანმა აცნობა, რომლის ვინაობა არ სახელდება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმა ალ-ტაიფის სასაზღვრო გადასასვლელის სიახლოვეს , იორდანიის საზღვართან მოხდა, სადაც უკვე დიდი ხანია რუსული ავიაციის აქტივობა არ დაფიქსირებულა. „ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ რუსეთს ახსნა-განმარტებას და იმის გარანტიებს, რომ მსგავსი რამ მომავალში არ მოხდეს“, – განუცხადეს „ამერიკის ხმას“ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რადიოსადგურის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ოპოზიციის დაბომბვა აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაართულებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რამდენჯერმე მოუწოდა რუსეთს, სირიაში სამშვიდობო შეთანხმება შეასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები