უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ გააუქმოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა აშშ-ის ხელისუფლებას და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდეს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გააუქმოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„სანქციების გაუქმება მხოლოდ იმის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც აგრესორი თავის საზღვრებს დაუბრუნდება, როდესაც ის თავის გეგმებზე უარს იტყვის. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სანქციების შერბილებაზე, ან მათ გაუქმებაზე საუბარი“, – განაცხადა გროისმანმა.
მისი თქმით, სანქციების გაუქმება სრულიად რეალურია, ოღონდ ამისთვის აგრესორმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევა უნდა შეწყვიტოს და თავისი შეიარაღებული ძალები საკუთარ საზღვრებში დააბრუნოს.
ევროკავშირმა, აშშ-მ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესეს. ამის შემდეგ სანქციები რამდენჯერმე გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები