გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამა ”სტარტაპ საქართველო” ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის

საქართველოს მთავრობა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის და დამწყები ბიზნესმენებისთვის ახალ ინოვაციურ პროგრამას ”სტარტაპ საქართველო” იწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში პროგრამა საზოგადოებას ტექნოლოგიურ პარკში წარუდგინა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი პროგრამა ”სტარტაპ საქართველო” ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას განავითარებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, საკუთარი იდეების განხორციელებაში. მისივე თქმით, ახალი პროგრამა ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ სახელმწიფო პროგრამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, როგორ შექმნან ახალი იდეები, იმისთვის, რომ შექმნან საკუარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას, „სტარტაპ საქართველო“.
ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და რომელიც განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას. იმისათვის, რომ ამ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და შესაძლოა, მათ სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც უნდა დაიწყონ ეს ბიზნესი. ამით არის ეს პროგრამა გამორჩეული, რომ იგი ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისათვის, რომ მათ წამოიწყონ ბიზნესი საწყისი კაპიტალის არქონის პირობებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები