რომში „აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის“ გახსნა ჩაიშალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის მცდელობა, რომში კულტურის ინსტიტუტი გაეხსნა, ჩაიშალა.
როგორც საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა, „სეპარატისტების ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ ინფორმაცია წინასწარ მივიღეთ და ამას არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ ჰქონდა“.
„ჩვენ მივმართეთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომის მერიას და შესაბამისი რეაგირება მოხდა. ეს იყო კერძო პირთა ინიციატივა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა სიხარულიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რომში „კულტურის ინსტიტუტის“ გახსნას აპირებდა. ცერემონიაზე მიწვეულები იყვნენ რუსეთის, ვენესუელის და ნიკარაგუას ელჩები, ანუ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები