ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ფალუჯის ცენტრი დაიკავეს

ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ფალუჯის ცენტრის დაკავება შეძლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ერაყელი სამხედროები იუწყებიან, ფალუჯის სამთავრობო კვარტალი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად გათავისუფლდა. ამასთანავე, ქალაქის სხვა უბნებში სამხედრო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.
ფალუჯა ბაღდადიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. 2014 წლიდან ქალაქს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ფალუჯაზე შეტევა ერაყის სამთავრობო ძალებმა მაისში დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები