თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთთა მუშათა პარტიის“ 9 „ბოევიკი“ გაანადგურეს

„ქურთთა მუშათა პარტიის“ სულ მცირე 9 „ბოევიკი“ გაანადგურეს თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიადარტყმები ერაყის ქანდილის რეგიონში განხორციელდა. მანამდე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციები სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთშიც დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები