ბერნი სანდერსმა ჰილარი კლინტონს მხარი დაუჭირა

ამერიკელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც „დემოკრატიული პარტიის“ წევრია, განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ჰოლარი კლინტონს მხარს დაუჭერს. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სანდერსმა თავის მომხრეებს ჰილარი კლინტონისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა. მან ასევე დაამატა, რომ მზად არის კლინტონთან ერთად „დემოკრატიული პარტიის“ რეფორმირებაზე იმუშაოს, რათა ეფექტურად დაუპირისპირდნენ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს.
ჰილარი კლინტონი აშშ-ის ისტორიაში პირველი კანდიდატი ქალია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მსხვილმა პარტიამ წარადგინა. მას უკვე დაუჭრია მხარი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. „რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალური კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები