ბრიტანელი დეპუტატი გუშინ მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯო კოქსი, რომელიც გუშინ ქალაქ ბერსტოლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.  პისტოლეტით და დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა დეპუტატს რამდენჯერმე ესროლა. მედიკოსების ყველა მცდელობის მიუხედავად, 41 წლის დეპუტატის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი – ის 52 წლის მამაკაცია. ამჟამად მკვლელობის მოტივები დგინდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მომხდარს ტრაგედია უწოდა და გარდაცვლილის ნათესავებს მიუსამძიმრა. მან ასევე გააუქმა გიბრალტარში ვიზიტი, სადაც ოფიციალურ ღონისძიებებში უნდა მიეღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები