პუტინმა რუსეთის პარლამენტის არჩევნები 18 სექტემბერს დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით რუსეთის დუმის არჩევნები 18 სექტემბრისთვის დაინიშნა. იმავე დღეს რუსეთში რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოების, ასევე ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართება. ამჟამად რუსეთის პოლიტიკური ძალები კლავ ატარებენ წინასწარ არჩევნებს, რომლის მიხედვითაც პარტიული სიების ლიდერებს დაადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები