ბარაკ ობამა ორლანდოში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ჩავიდა, სადაც გეიკლუბზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ნათესავებს და დაჭრილებს შეხვდა.
„აუცილებელია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციასთან ბრძოლა როგორც აშშ-ში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ობამამ.
ორლანდოში Amway Center-ის წინ ასობით ადამიანი შეგროვდა. აქ ობამას და დაზარალებულთა ნათესავების შეხვედრა მიმდინარეობდა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცნობით, ორლანდოში ბარაკ ობამას ჩასვლის მიზანია ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც შეძრწუნებულია 12 ივნისს მომხდარი ტერაქტით.
შეგახსენებთ, რომ გეიკლუბ Pulse-ზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა. თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა, პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები