დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, რომელიც საკუთარ საარჩევნო ოლქში დაჭრეს, გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ ჯო კოქსი, რომელიც დღეს ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში, საკუთარ საარჩევნო ოლქში თავდასხმის დროს დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით,
 41 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დღეს დაჭრეს.
ადგილობრივმა პოლიციამ 52 წლის მამაკაცი დააკავა.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ კოქსი იმ მომენტში დაიჭრა, როდესაც ორი მამაკაცის კამათის დროს მათ შერიგებას ცდილობდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მომხდარით სერიოზულად არის შეშფოთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები