ისტორიულ ქალაქ პეტრაში მეცნიერებმა უძველესი ტაძარი აღმოაჩინეს

იორდანიის უძველეს ქალაქში არქეოლოგებმა ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. იორდანიის უძველესი ქალაქ, პეტრას ფოტოები, რომლებიც თანამგზავრიდან იყო გადაღებული, მეცნიერებს უძველესი ტაძრის აღმოჩენაში დაეხმარა. ტაძარი ამ უძველესი არაბული მეგაპოლისის ცენტრში იყო დამალული. ამის შესახებ ჟურნალ Bulletin of the American Schools of Oriental Research-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. ქალაქი პეტრა, რომელიც “იუნესკოს” კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში იყო დაარსებული. ის არაბების უძველესი ქალაქია. პეტრა რეგიონის უმთავრესი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რის გამოც ის სწრაფად განვითარდა და იმ დროის „სუპერსახელმწიფოების“ დაპირისპირების ადგილი გახდა. ამ ქალაქის შემორჩენილი ნანგრევების უდიდესი ნაწილი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ და მეორე საუკუნეებშია აგებული, ვიდრე ქალაქი რომის იმპერიის შემადგენლობაში არ შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები