ასტრონომებმა დედამიწის „დროებითი“ თანამგზავრი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა დედამიწის კვაზითანამგზავრი, ასტეროიდი 2016 HO3 აღმოაჩინეს. ის დედამიწის „დროებითი“ თანამგზავრი დაახლოებით ასი წლის წინ გახდა და მის გარშემო კიდევ 100 წლის განმავლობაში იბრუნებს. ამის შესახებ „ნასას“ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია იუწყება.
როგორც „ნასას“ წარმომადგენელმა პოლ ჩოდასმა განაცხადა, მან და კოლეგებმა „ახალი მთვარე“ ჰავაის კუნძულებზე განთავსებული ტელესკოპის, Pan-STARRS-ის მეშვეობით აღმოაჩინეს. ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით ას მეტრს შეადგენს. ამჟამად პოლ ჩოდასი და მისი კოლეგები ატეროიდზე დამატებით დაკვირვებებს ახორციელებენ, რათა მისი ზუსტი მასა, ზომა და ქიმიური შემადგენლობა დაადგინონ, რაც „დროებითი თანამგზავრის“ მომავლის დასადგენად არის აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები