უკრაინამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ოფიციალურად მიმართა მსოფლიო პატრიარქს, ბართოლომეს, ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების თხოვნით. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება.
უმაღლესი რადის დადგენილებას 245-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
რადამ მიმართა ბართოლომეს, რათა მან აქტიური მონაწილება მიიღოს ეკლესიების გაყოფის შედეგების აღმოფხვრაში, რისთვისაც მსოფლიო პატრიარქის ეგიდით მოწვეული იყოს უკრაინის გაერთიანებული საეკლესიო კრება, რომელიც უკრაინელ მართლმადიდებლებს გააერთიანებს.
დეპუტატები ასევე სთხოვენ პატრიარქ ბართოლომეს, რომ მან 1686 წლის ბრძანებულება გააუქმოს მოსკოვის საპატრიარქოსთან უკრაინის მიტროპოლიის მიერთების თაობაზე.
ამ მიმართვის ერთ-ერთი მიზეზი, რადის წევრების განცხადებით, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის პოზიციაა, რომელმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და პრორუს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები