ჟან-კლოდ იუნკერი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირიდან გასვლისგან თავი შეიკავოს

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის დატოვებისგან თავი შეიკავოს. მისი თქმით, ამან შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამასთანავე, იუნკერმა აღიარა, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ხშირ შემთხვევაში შეცდომებს უშვებდა.
„პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირი ევროპის ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრას ცდილობდა. ახლა ევროკომისია ამ მიდგომაზე უარს ამბობს და უფრო ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს, რომლებსაც ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებთან ერთად განიხილავს“ – განაცხადა იუნკერმა.
ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ყოფნის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები