„ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად პოლონეთი ქუვეითსა და ერაყში ავიაციას აგზავნის
ოთხ პოლონურ ავიაგამანადგურებელს F-16-ს და 210 სამხედრო მოსამსახურეს ვარშავა ქუვეითსა და ერაყში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად აგზავნის. ამის შესახებ პოლონური გამოცემა РАР იუწყება. ამ კონტინგენტიდან 150 სამხედრო ქუვეითში განთავსებულ ავიაგამანადგურებლებს მოემსახურება, ხოლო 60 სპეცრაზმელი ერაყში სამხედროებს გაწვრთნის.
„იმედი მაქვს, პოლონური ავიაგამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში ნატოს ვარშავის სამიტამდე ჩავლენ. ამისთვის ყველაფერი მზად არის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცარევიჩმა.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად პოლონელი სამხედროები ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას ოფიციალურ ბრძანებას ელოდებიან.