„შარლი ებდომ“ ორლანდოს ტერაქტზე კარიკატურები გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარ ტერაქტზე ორი კარიკატურა გამოაქვეყნა. პირველ კარიკატურაზე, რომელიც სკანდალური ჟურნალის გარეკანზეა გამოქვეყნებული, აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპია გამოსახული, რომელიც აღელვებით ამბობს: „შავკანიანები ჩამოდიან საზღვარგარეთიდან, რათა ჩვენი ცისფერები დახოცონ“.
უკანა პლანზე კი გეიკლუბის შენობაა გამოსახული, სადაც ტრაგედია დატრიალდა, რომლის წინ დახოცილი ხალხი წევს და წარწერაა: „ტრამპი პრეზიდენტად?“.
მეორე კარიკატურაზე კი, სახელწოდებით: „ორლანდო, კლუბში ტერაქტის ავტორი გეი აღმოჩნდა“, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი „ბოევიკია“ გამოსახული, რომლებიც მესამეს, ანუ კლუბზე თავდამსხმელს მიუთითებენ, ინტერნეტში დაწეროს, რომ ის ორგანიზაციაში შემოწმების გარეშე იყო მიღებული.
ორლანდოს გეიკლუბში თავდასხმა ტერორისტმა, სახელად ომარ მატინმა 12 ივნისს მოაწყო. მან 49 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა. მოგვიანებით ტერორისტი პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები