ამერიკული დაზვერვა – „ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთში ახალ ტერაქტებს ამზადებს

„ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთის ქვეყნებში ახალ თავდასხმებს გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ.
„ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს საკმარისი ძალები და ადამიანური რესურსები, რომ დასავლეთის ქვეყნებში თავდასხმები მოაწყონ. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, დაჯგუფებას ჯერ კიდევ საკმაო ძალები გააჩნია ამისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ჯონ ბრენანის მოხსენებაში, რომელიც მან სენატის დაზვერვის კომიტეტში წარმოადგინა.
მისივე თქმით, ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ლტოლვილებს ან ტურისტებს ამოფარებულები ევროპის ქვეყნებში შეღწევას ცდილობენ. ამასთანავე, ბრენანს მიაჩნია, რომ ხალიფატის შექმნას ექსტრემისტები ვერ მოახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები