აშშ უკრაინას 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 220 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ფინანსური დახმარების საკითხზე საუბარი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
ბაიდენმა უკრაინის ახალი მთავრობის მიერ შემუშავებულ რეფორმებს მხარი დაუჭირა.
როგორც უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სულ მცირე 1 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება უნდა მიიღოს ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემების მოსაგვარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები