ფლორიდის შტატში ალიგატორის მიერ გატაცებული 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

აშშ-ის ფლორიდის შტატში პოლიციამ ერთ-ერთ ტბაში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც გუშინ ალიგატორმა გაიტაცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
უბედური შემთხვევა Walt Disney World-ის პარკის ტერიტორიაზე, ქალაქ ორლანდოს შემოგარენში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ალიგატორი ბავშვს იმ მომენტში დაესხა თავს, როდესაც მისი ოჯახი ერთ-ერთი ტბის პლაჟზე ისვენებდა. მამამისი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.
პატარა ბიჭის ცხედარი მყვინთავებმა აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები