საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდი გაუარესდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით,ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, არამდგრადი ამინდი ხვალაც გაგრძელდება, საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით,ზოგან სეტყვა.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დოდო გვაზავს თქმით, ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები