თენგიზ შარმანაშვილი: სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისმგებლობას ვერ ასცდება, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც და რა ფიგურაც არ უნდა იყოს
სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისმგებლობას ვერ ასცდება, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც და რა ფიგურაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა სუს-ში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით დააკავა. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ამას რაღაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. არ ვურჩევ. ამავე განცხადებაში სუს-ის მიერ მითითებული იყო, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და რაღაცების მტკიცებას თუ დაიწყებენ, მის ამ ნამოქმედარს ალბათ საჯაროს გახდიან. ვურჩევ, პოლიტიკურში არ გადაიყვანონ. ერთი რამ იცოდნენ, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ უნდა იყოს, რა ფიგურაც არ უნდა იყოს, ჩვენს პარტიაში იქნება თუ სხვაგან, კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს თუ ჩაიდენს, ის პასუხისმგებლობას ვერ ასცდება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავა.