მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას მეიცადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ, მჭიდრო მეგობრობას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას ეფუძნება.

მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის აქტუალური საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები