პეკინის გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.

„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები.ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას – პარკების, სკვერების მოწყობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები