მარნეულში 50 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცემა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი მარნეულში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და „მენაშენეების პროექტის“ ფარგლებში შესყიდული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
სამინისტრომ შპს „ნოვო“-სგან, კონკურსის საფუძველზე, 50 ბინა შეისყიდა. კორპუსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და 50 დევნილი ოჯახი ახალი ბინის მფლობელი გახდება.
ქართველი მენაშენეებისგან სამინისტრომ ჯამში 774 ბინა გამოისყიდა, მათ შორის 461 თბილისში, ხოლო 313 სხვადასხვა რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები