ნატო ავღანეთში 2017 წლამდე დარჩება

ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ავღანეთში ალიანსის ძალების 2017 წლამდე დატოვების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერს“ ნატოს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ალიანსი ავღანეთში შეიარაღებულ ძალებს იმ შემთხვევაშიც დატოვებს, თუ აშშ ამ ქვეყნიდან ჯარის საბოლოო გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს.
გარდა ამისა, ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე „2020 წლამდე უსაფრთხოპების უზრუნველყოფისთვის“. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ავღანეთში საბრძოლო ოპერაციები 2014 წელს შეწყვიტა. მას შემდეგ ქვეყანაში შეიარაღებული ძალების მცირე კონტინგენტი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები