გერმანიის ფინანსთა მინისტრის აზრით,  რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნებული უნდა იყოს

„ევროპული ქვეყნების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნებული უნდა იყოს“. ამის შესახებ ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები სწორი კურსია, ხოლო მოსკოვთან ურთიერთობები არ გამოსწორდება, ვიდრე რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები არ გაუმჯობესდება.
მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკთხზე ევროკავშირი იმსჯელებს. სავარაუდოდ ევროპის კავშირი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს წლის ბოლომდე გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები