გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები

ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს, როგორც ევროპული, ისე გლობალური პოლიტიკის კონტექსტები.
„ამიტომ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. მივიჩნევთ, რომ პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში და საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. საქართველო მიიჩნევს, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ამისთვის საჭიროა, საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, გააფართოვოს პარტნიორობა ნატო-ს ალიანსთან. ჩვენი აზრით, შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისათვის”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, გერმანიას და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები