გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მუდვიმავდ ვცდილობთ, ავიცილოთ მტრული რიტორიკა რუსეთთან

2012 წლიდან ჩვენ შეცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ გავხდით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს კომპრომისს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის თვალსაზრისით.
“ჩვენ მუდვიმავდ ვცდილობთ, ავიცილოთ მტრული რიტორიკა რუსეთთან. 2012 წლიდან ჩვენ შეცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ გავხდით მაქსიმალურად კონსტრიქციულები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არსებობს არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ, ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ.
დღეს ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ასევე ტურისტული ურთოერთობები და ვცდილობთ, მოვახდინოთ კომუნიკაცია. საქართველოს ამა თუ იმ ბლოკში გაწევრიანება არ წამოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველო ამით უფრო მეტად მტრული არ იქნება.
ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ ამ კონფლიქტში დავწიოთ ტემპერატურა და ვისაუბროთ მშვიდობიანად კონფლიქტის გადაწყვეტაზე”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები