სტოლტენბერგი – რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, იქიდან შეიარაღებული ძალები და ტექნიკა გაიყვანოს და მინსკის შეთანხმებები შეასრულოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ქმედებების გამო საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ყოველდღე ხდება. ეს ეუთოს დამკვირვებელთა მისიის მუშაობას აფერხებს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოსკოვი განაგრძობს „ბოევიკების“ მხარდაჭერას და მათ იარაღსა და ტექნიკას აწვდის, ხოლო უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალებია განლაგებული.
რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყირიმსაც ეხება. ყირიმში შეიარაღებული ძალების შეყვანაც უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმებების და განგაშის გამოცხადება ევროპაში სამხედრო ტრანპარენტულობის მექანიზმებს არღვევს, კერძოდ კი ვენის დოკუმენტს წვრთნებზე დაკვირვების და მათი კონტროლის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები