თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 17 საცეცხლე წერტილი გაანადგურეს

თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 17 საცეცხლე წერტილი გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქი სამხედროების ინფორმაციით, ისლამისტები თურქეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნას აპირებდნენ. განადგურებულია 10 ტერორისტი. გარდა ამისა, თურქმა სამხედროებმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ორი საცეცხლე პოზიცია გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები