უკრაინის უმაღლეს რადაში ჩხუბი მოხდა (ვიდეო)

უკრაინის უმაღლესი რადის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმერ პარასიუკი „ოპოზიციური ბლოკის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქალაქ ლვოვის მერის გადადგომას მოითხოვდნენ.
ლვოვის მერის გადადგომა „ოპოზიციური ბლოკის“ დეპუტატმა დიმიტრი კოლესნიკოვმა მოითხოვა. მან ლვოვის ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაცია გააკრიტიკა. ამ დროს კოლესნიკოვთან პარასიუკი მივიდა და მისთვის მიკროფონის წართმევა სცადა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო, რა დროსაც პარასიუკს თავში ხელი ჩაარტყეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩხუბის მონაწილეები დააწყნარეს და რადამ მუშაობა გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები