სანქტ-პეტერბურგში პუტინის, ალიევის და სარგსიანის შეხვედრა გაიმართება
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში 20 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავენ.
„თავდაპირველად იგეგმება პუტინის და ალიევის, ასევე პუტინის და სარგსიანის შეხვედრები, ხოლო შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებებს ერთად გამართავს“, – განაცხადა უშაკოვმა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად შედგა პუტინის და ალიევის, ასევე პუტინის და სარგსიანის სატელეფონო საუბარი. მოსკოვში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და გენერალური შტაბების უფროსებიც იმყოფებოდნენ. აპრილის დასაწყისში კი ერევანსა და ბაქოში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ჩავიდა.