მანანა კობახიძე: კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეგნებულად იყო პროვოცირებული. კობახიძის განმარტებით, კორცხელის ინციდენტი საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად კანონის გამკაცრება მოხდეს.
„კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტვისტების ინიცირებით სირცხვილის კორიდორი მოეწყო. როდესაც ამომრჩეველი მიდიოდა იქ, მათ ეუბნებოდნენ თქვენ პუტინის მონები და აგენტები ხართო. ეს არის ამომრჩეველზე თავდასხმა, პირდაპირი ზეწოლა, რადგანაც არჩევანის გაკეთებამდე, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ და აშინებ. კორცხელის ინციდენტი სამაგალითოა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ყველა კანონიერი ზომა. თუ საჭიროა, უნდა გავამკაცროთ კანონის რეგულაციები და მსგავსი რამ არ განმეორდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, უტყუარი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ დაძაბულობა რაც შემდგომში ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, კორცხელში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები