„საქართველო, ტოტალიტარული რეჟიმით დაზიანებული ქვეყნიდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა“

საქართველო, რომელიც წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ტოტალიტარული რეჟიმით დაზიანებული ქვეყნიდან თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ სტრატეგიულ როლზე რეგიონში.
“საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც ჩვენი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს. საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორული დამოკიდებულება მეზობლებთან, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით შესანიშნავ ადგილზე ვართ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი გერმანული და 30-ზე მეტი ქართული კომპანია სატრანზიტო გადაზიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურების სექტორებიდან. ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართება ქართული ღვინის ექსპო და ფოტო გამოფენა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები