ეკა ბესელია: გვაქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვა

ჩვენ ვემზადებით იმისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, კოალიციური მთავრობის ფორმირება საჭირო არ იქნება. პარლამენტარი არც იმას გამორიცხავს, რომ “შეთანხმების შემთხვევაში, ასეთი მთავრობა შეიქმნას“.
“რაც შეეხება პროგნოზებს საპარლამენტო მანდატების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი ხედვა და გეგმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოპტიმისტური განწყობა აქვს და არც ჩვენ ვართ სხვაგვარად განწყობილი, თუმცა მთავარია, რას გადაწყვეტს ამომრჩეველი“, – აღნიშნა ბესელიამ.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნით ქვეყანა ბევრ პრობლემას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები