პრემიერი: საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე

საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
“საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან გაღრმავების გზაზე. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. მოგვიანებით ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები