ხელვაჩაურში 24 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 11 საავადმყოფოშია მოთავსებული

ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში ხელვაჩაურიდან 11 ბავშვი მიიყვანეს, რომლთაც კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ. ექიმი პედიატრის ხათუნა კაკაბაძის ინფორმაციით, პაციენტები 9 თვიდან 16 წლამდე ასაკის არიან. მისი თქმით, ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ექიმი ამბობს, რომ თერთმეტივე ბავშვს ზოგადი სისუსტე და გულისრევა აღენიშნებოდა. თუმცა, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია უცნობია.
“11 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, გულისრევის შეგრძნებით და ძილიანობისკენ მიდრეკილებით. 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები იმყოფებიან მონიტორის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და კვლევის რეზულტატიდან გამომდინარე გაკეთდება დასკვნა”, -აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.
ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. გუშინ საღამოს დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი, გარდა ჩინეთის მოქალაქისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის „დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი“. ნინო ნიჟარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით, საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები