უზბეკეთმა მეზობელ ქვეყნებთან საზღვარი ჩაკეტა

უზბეკეთის ხელისუფლებამ მეზობელ ქვეყნებთან – ტაჯიკეთთან, ყირგიზეთთან, თურქმენეთთან და ყაზახეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეზღუდვა 25 ივნისამდე იმოქმედებს. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დაკონკრეტებულა.
ყირგიზეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, შესაძლოა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტით არის გამოწვეული, რომელიც ტაშკენტში 23 – 24 ივნისს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები