„ჯორჯიან მანგანეზი“-ს მუშაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

20 მაისიდან, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა მოპოვებითი სამუშაოები განაახლა და მუშაობის სპეციალურ რეჟიმი გააუქმა, რომელიც მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისისა და საწარმოში დაგროვილი მადნის ჭარბი რაოდენობების გამო დაწესდა.
„ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილებაში არსებულმა შვიდმა მაღარომ და ღია კარიერებმა სრული დატვირთვით განაახლა მადნის მოპოვებითი სამუშაოები.
„მუშაობის სპეციალური რეჟიმის პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზ“-მა ჩაატარა კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო ე.წ. ბაზალტების მაღარო. აღნიშნულ მაღაროზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები ახალი, განსხვავებული ტექნოლოგიით მიმდინარეობს, ჩამტვირთავ-მოპოვებითი სპეც.ტექნიკის საშუალებით მადნის მოპოვებისა და გამოტანის პროცესის ოპტიმიზაცია აისახება მადნის მოცულობის წარმადობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს დასაქმებულთა ფიზიკურ შრომას.
გარემონტდა და მოეწყო მაღაროელთა მოსასვენებელი სახლი, ყოფილი სანატორიუმის შენობა და ცენტრალურ დამყვან ფაბრიკასთან რეკონტრუირება ჩაუტარა 1 კილომეტრიან გზის საფარს. აღნინული პერიოდის განმავლობაში, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა განახორციელა შეკეთებითი სამუშაოები მაღაროს შიდა ტექნიკურ მოწყობილობებზე და შეიძინა ახალი სპეც.ტექნიკა. ჭიათურელთა და კომპანიაში დასაქმებულთა თხოვნით „ჯორჯიან მანგანეზ“-მა საჩუქარი გაუკეთა ქალაქს და მთავარ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის კოშკურაზე დაამონტაჟა საათი“,-აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები