ბარაკ ობამა: „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ერაყში ორჯერ შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ერაყში ორჯერ შემცირდა. ამის შესახებ ობამამ ანტიტერორისტულ საკითხებზე გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.
„მათ აქამდე კონტროლირებადი ტერიტორიის ნახევარი დაკარგეს და კიდე მეტს დაკარგავენ“, – განაცხადა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს შეერთებულმა შტატებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა გააძლიერა – სირიაში ამერიკელი სამხედროები არიან გაგზავნილები, ერაყში დამატებითი სამხედრო ინსტრუქტორები არიან მივლინებულები, კოალიციის ავიაცია მხარს უჭერს ქურთთა ძალებს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ისლამისტებზე 13 ათასი შეტევა განახორციელეს და დაჯგუფების 120 ლიდერი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები